ფტორო ქიდსი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1
ფტორო ქიდსი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

ფტორო ქიდსი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ნატურალ ფარმა
პროდუქტის შესახებ
FTORO KIDS
ფტორო ქიდსი

შემადგენლობა: საწყისი დოზა (6წვეთი) შეიცავს: Ftor-0.25მგ, ვიტამინი PP-9მგ, ვიტამინი B1-0.6 მგ, ვიტამინი B2-0.8მგ, ვიტამინი B12-0.7მკგ, ფოლიუმის მჟავა-100მკგ, ვიტამინი D3 10მკგ (400ME). დამატებითი აქტიური ნივთიერებები: B9-ფოლიუმის მჟავა (100მკგ) აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება. D3-ქოლეკალციფეროლი (7.5მკგ) მონაწილეობს ფოსფორ-კალციუმის ცვლაში.ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფატის შეწოვასა და რეარბსორბციას. D3 ვიტამინი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას  და მონაწილეობს ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებაში; B1-თიამინი (0.6მგ) წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ენერგიის პროდუქციის პროცესში მნიშვნელოვან ელემენტს. ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას, მონაწილეობს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მინშვნელობის მოლეკულების დაშლის პროცესში.
B2-რიბოფლავინი (0.8მგ.) ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. რიბოფლავინი აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის. მისი დახმარებით იოლდება კანის, ფრჩხილების და თმების უჯრედებით ჟანგბადის ათვისება. აუმჯობესებს მხედველობას, აქვეითებს თვალის დაღლას დამნიშვნელოვნად უშლის ხელს კატარაქტის წარმოქმნას. B12-ციანკობალამინი (0.7მკგ) ეს ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა PP-ნიკოტინის მჟავა (9მგ.) საკვებში ამ სახის ვიტამინის სიმცირე ხდება კანის, კუჭნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის დაავადების მიზეზი. PP ვიტამინი მონაწილეობს ერითროციტების ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ჩვენებები: კბილის კარიესის პროფილაქტიკა  ასევე ჰიპო-და ავიტამინოზების,  მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების მიმართ. პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში თუ სასმელ წყალში ფტორის შემცველობა აღემატება 0.7პპმ-ს.

დოზირება და მიღების წესი:
ასაკი (წელი) დოზირება
-6 თვემდე ასაკის ბავშვები არ ინიშნება
6-თვიდან 3 წლამდე 4-6 წვეთი
3-დან 6 წლამდე 8-12 წვეთი
6 -დან 16-წლამდე 14-24 წვეთი 

გაცემის წესი: გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

შეფუთვა: 30მლ ბოთლი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: ნატურალ ფარმა კოზეტიკ, პაზარლამა აისი დის ტიკარედ ლტდ. სტი (NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI), თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნატურალ ფარმა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ფტორი+ვიტ პპ+ვიტ ბ-1+ვიტ ბ-2+ვიტ ბ-12+ვიტ დ-3+ფოლის მჟავა
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი