ჩვენება: აძლიერებს იმუნურ სისტემას; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერმენტების წარმოქმნაში; ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. თუთია (ცინკი) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მრავალი ორგანოსა და სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. ის საჭიროა ჩონჩხის, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემებისთვის. თუთია საჭიროა ცილებისა და დნმ-ის სინთეზისთვის, კუნთების ზრდისა და აღდგენისთვის. თუთია არის აუცილებელი მინერალური კოფაქტორი მრავალი ფერმენტული რეაქციისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. NOW Foods Zinc აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას და მდგომარეობას, არეგულირებს ორგანიზმში დაბერების პროცესს. ის ასევე გავლენას ახდენს ნერვულ სისტემის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და კოორდინაციას. პროდუქტი უზრუნველყოფს იმუნურ სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ. პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს. გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.
მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ საკვებთან ერთად. პროდუქტი არ არის განკუთვნილი გახანგრძლივებული გამოყენებისთვის.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის! არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: სპეციალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა.
შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.