ჩვენება: ძვლის მეტაბოლიზმის ფორმულა მინერალებით და ვიტამინი D2-ით; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაზე; მაღალი ბიოშეღწევადობის კალციუმი. ნაუ კალციუმის ციტრატი არის კალციუმის ადვილად ათვისებადი და შეწოვადი ფორმა მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ძვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ვიტამინი D, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი და მანგანუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის მეტაბოლიზმის პროცესში. NOW Calcium Citrate საუკეთესო კომბინაციაა კალციუმის დეფიციტის შესავსებად ორგანიზმში. NOW Calcium Citrate ხელს უწყობს ძვლის რემინერალიზაციას ოსტოეპოროზული ცვლილებების დროს.
მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის.
გამოიყენება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების პათოლოგია ან ჰიპერპარათიროიდიტი); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა. 100 ტაბლეტი შეფუთვაში.
შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.