ჩვენება: სხეულის სტრუქტურული მხარდაჭერა; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაზე; აძლიერებს იმუნიტეტს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი D3 წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ვიტამინი D-ის ბუნებრივ ფორმას. D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვებიდან, ასევე იწარმოება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ორგანიზმში. კალციუმი არის ძვლებისა და კბილების ძირითადი საშენი მასალა. D3 ასევე მონაწილეობს ცილების სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციას.
NOW Vitamin D3 ჟელატინის კაფსულები შეიცავს ვიტამინს თხევადი ფორმით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. NOW VitaminD3 უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის D3 ვიტამინით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტი ერიდება მზის სხივებს. პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.
მიღების წესი და დოზირება: 1 რბილი კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების პათოლოგია ან ჰიპერპარათიროიდიტი); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა. 30 ჟელატინის კაფსულა შეფუთვაში.
შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.
მწარმოებელი: ნაუ ფუდს (Now Foods), ამერიკა.
იმპორტიორი საქართველოში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი,