გამოიყენება თმის ცვენის, მსხვრევადობის, გამოშრობა-ცხიმიანობის, ღებვისგან დაზიანების დროს.
ჰეარ ვულუმი გამოიყენება თმის ცვენის, ღერების სისუსტის, მსხვრევადობის, გაყოფილი ბოლოების, გამოშრობა/ცხიმიანობის, ღებვისაგან დაზიანებული თმების კომპლექსური მკურნალობისას.
ჰეარ ვოლუმის სპეციალური კომპლექსი ასტიმულირებს თმის ჯანსაღ ზრდას, ანიჭებს მოცულობასა და ბზინვარებას, აჯანსაღებს ორგანიზმს და ალამაზებს შიგნიდან გარეთ.
ვაშლის ექსტრაქტი - შეიცავს ბუნებრივ ზრდის ფაქტორს - პროანტოციანიდინ B2-ს , რომელიც ასტიმულირებს თმის ეპითელიუმის უჯრედებს და აჩქარებს ფოლიკულებში თმის ზრდას.ფეტვისა და შვიტას ექსტრაქტები - ფეტვის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მილიაცინს, ხოლო შვიტას ექსტრაქტი ბუნებაში არსებულ სხვა მცენარეებთან შედარებით, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ნატურალურ მინერალს - სილიციუმს. ეს ორი ნივთიერება აუცილებელია თმის ძირებისთვის. ისინი ასტიმულირებენ თმის ზრდას, უნარჩუნებენ თმას მოცულობას, ამაგრებენ თმის ძირებს. ბიოტინი და პანტოთენის მჟავა - B ჯგუფის ვიტამინებია, რომლებიც მონაწილეობენ კანის საფარველისა და თმის ფოლიკულების ნივთიერებათა ცვლაში. ასტიმულირებენ თმის ნორმალურ ზრდას. პასუხს აგებენ კანისა და ფრჩხილების სილამაზეზე. სპილენძი - აუცილებელია თმის პიგმენტაციისთვის, უზრუნველყოფს თმის ბუნებრივი ფერის შენარჩუნებას, ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას. L-ცისტეინი - არის ამინომჟავა, რომელიც წარმოადგენს ცილა -კერატინის შემადგენელ ნაწილს, ის აუცილებელია თმის სიძლიერისა და ელასტიურობისთვის.
რეკომენდებულია 18 წლიდან, 1 აბი დღეში ერთხელ, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.