გამოიყენება თმის ცვენის, მხედველობის პრობლემების, ფერტილობის დარღვევის, დერმატოლოგიური პრობლემების დროს.
თუთია (თუთიის გლუკონატი) – 50მგ
თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.
თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს).
თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. თუთია ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას.
მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარის მჟავა.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.