გამოიყენება ანემიის, ორსულიბის პირველი ტრიმესტრის, დეპრესიის, ათეროსკლეროზის, შიზოფრენიის დროს.
ფოლიუმის მჟავა 400მკგ
მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, ლიმონმჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება), მცენარეული სტეარინი.
ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინს (B9 და BC ვიტამინი). მისი ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციასა და დაყოფაში. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში მეტაბოლიზდება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე. იგი კოფერმენტია, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ორსულ ობის დროს ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
(მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია; წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია; ლეიკოპენია; მეგალობლასტური, სიდერობლასტური და წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები; სპრუ; მალაბსორბციის სინდრომი);
ასევე გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში: თალასემია, წყლულოვანი კოლიტი, ვიტილიგო, ალცჰეიმერის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა, კრონის დაავადება, დიარეა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ფილტვის კიბო, ფსორიაზი.
არ შეიცავს: სახამებელს, გლუტეინს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს.
მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღებასთან ერთად. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.