გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, ხანდაზმულ ასაკში, მენოპაუზის დროს.
თხევადი D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი)125მკგ (5000 სე).
D3 ვიტამინის დეფიციტი ბოლო დრომდე ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები, ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა.
სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებას
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.
მზესუმზირის თესლის ზეთი, ნატურალური ფორთოხლის არომატიზატორი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ დამატკბობლებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
მიიღება 0.5მლ (62.5მკგ) ან 1მლ (125მკგ), წყლის გარდა ნებისმიერ სითხეში შერეული ან სუფთა სახით, სასურველია საკვების მიღების დროს. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
არ გამოიყენება ბავშვებში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.