სოლიდოსტე ტაბლეტი #30

სოლიდოსტე ტაბლეტი #30

იტალია

გრაიკარ ხემიკალი
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი სოლოდოსტე შეიცავს:
კალციუმი - 650 მგ
კალციუმის კარბონატის სახით 1625 მგ
ვიტამინი D3 - 10 მკგ
ქოლეკალციფეროლი 400 ს.ე.
თუთია - 7 მგ
თუთიის ოქსიდის სახით 8.7 მგ
L-ლიზინი - 50 მგ
Calcium - 650 mg
Calcium carbonate - 1625 mg
Vitamin D3 - 10 mcg
Cholecalciferol - 400 IU
Zinc - 7 mg
Zinc oxide - 8.7 mg
L-Lisine - 50 mg

თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. მონაწილეობს ფერმენტებისა და ჰორმონების სინთეზისა და აქტივაციის პროცესში. თუთია შედის ძვლის, კანის, თმისა და ფრჩხილების შემადგენლობაში.
თუთია მონაწილეობს ორსულობის პერიოდში ნაყოფის ორგანოგენეზის პროცესში.
ლიზინი მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც მონაწილეობას იღებს ცილების, ფერმენტების და ჰორმონების სინთეზში. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის სწრაფ აღდგენასა და კოლაგენის დაგროვებაში, რაც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილისა (ძვალი, ხრტილი, მყესები) და კანის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. უზრუნველყოფს ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას.
ჩვენებები:
• პრეპარატი გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება კალციუმისა და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად მოზარდებსა და მოზრდილებში;
• ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში;
• ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კალციუმის დონის შესავსებად;
• ოსტეოპოროზისა და მისი გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
• ხანდაზმულებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად:
• მოტეხილობები.


უკუჩვენება:
ჰიპერკალციემია, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს წყლის მიყოლებით.
ოსტეოპოროზის მკურნალობისას - 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისას - 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
6-დან 12-მდე ბავშვებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად - 1/2 ან 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე ან ექიმის დანიშნულებით.
სხვა შემთხვევებში მკურნალობის დოზასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ძალიან იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრაიკარ ხემიკალი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
კალციუმი+ვიტ დ-3+თუთია
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი