ჩვენებები: • B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი; • პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო; • გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი; • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა; • ყურადღების და კონცენტრაციის მოშლა; • არასრულფასოვანი და არაბალანსირებადი კვება; • ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა; • სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები; • ართრიტები, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა. • სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა; • ორსულთა ტოქსიკოზები, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი; • კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გვერდითი მოქმედება: იშვიათ შემთხვევებში კუჭის გაღიზიანება.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ჭიქა წყლის მიყოლებით. მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში; ბავშვებში 6-დან 12 წლამდე - ქ ტაბლეტი დღეში; 12-დან 18-წლამდე - 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. ჭარბი დოზირება: გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მოხმარება უარყოფითად არ მოქმედებს მძღოლის უსაფრთხოებაზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესწავლილი არ არის, მიმართეთ ექიმს.