თვალის ძირითადი მოვლა
შესაფერისია ზრდასრული ასაკის ქალბატონებისთვის. იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის თვალის გარშემო კანის მოსავლელად.
ძირითადი მოქმედების ეფექტი
- იცავს თვალის გარშემო კანს გარე მავნე ზემოქმედებისგან.
- აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს.
- ამცირებს დაბერების პირველ ნიშნებს – მუქ წრეებსა და ნაოჭებს.
- ამცირებს შეშუპებასა და თვალის დაღლილობის ნიშნებს.
დამატებითი მოქმედების ეფექტი
- ატენიანებს და აგლუვებს კანს თვალის გარშემო არეში.
გამოყენების წესი
დაიტანეთ დილით და/ან საღამოს თვალის გარშემო ნაზად, თითის ბალიშებით.
შემადგენლობა
- ჟასმინის ყვავილი: მდიდარია ფლავონოლებით, ამაღლებს ანტიოქსიდანტურ დაცვას და აძლიერებს გლუტათიონის ბუნებრივ მოქმედებას.
- კალენდულას ყვავილი: ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და იცავს კოლაგენის ბოჭკოებს.
- უჯრედული შაქარი რიბოზა: აძლიერებს უჯრედულ ენერგიას და ჟანგბადის ცვლას.
- მცენარეული კოფეინი: შეშუპების საწინააღმდეგო და სადრენაჟო ეფექტით.
- თხილის ზეთი: აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას და იცავს ტენიანობის დაკარგვისგან.