ბოდი შოპი იყენებს 99.9% ბუნებრივ ინგრედიენტებს. იმის გამო, რომ განსაკუთრებულად ვზრუნავთ გარემოზე, ჩვენი შეფუთვები 100%-ით გადამუშავებადია და ასევე, დამზადებულია სრულად გადამუშავებული მასალებისგან. ვინაიდან ფოლგა, პლასტიკი, პოლიეთილენი და სხვა არ არის გადამუშავებადი მასალები, ჩვენს შეფუთვებში მათ ვერ შეხვდებით
ძირითადი მოქმედების ეფექტი : - ახდენს დეტოქსიკაციას ანუ გამოდევნის კანიდან მავნე ნივთიერებებს,შლაკებს. - აშორებს კანს ქალაქში არსებულ ყველანაირ დაბინძურებასა და გამონაბოლქვის ნაწილაკებს, რომლებიც მუდმივად გროვდება და აზიანებს კანს. - ანიჭებს კანს უფრო ჯანმრთელ და ახალგაზრდული იერს. - ნაზად აქერცლავს და აშორებს მკვდარ უჯრედებს კანს.
დამატებითი მოქმედების ეფექტი : - ანიჭებს კანს თანაბარ ფერს და ერთგვაროვან შესახედაობას. - უზრუნველყოფს ჯანსაღად ბზინვარებას. - იცავს კანს გარემოს მავნე ფაქტორებისაგან.
გამოყენების წესი : - დაიტანეთ სუფთა სახის კანზე თითებით ან ნიღბის ფუნჯის საშუალებით, გაიჩერეთ 5-10 წუთით, შემდეგ თითებით დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით, რათა ნაზად აიქერცლოს კანი და თან მოშორდეს კანს ნიღაბი. ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
შემადგენლობა : - მატჩას მწვანე ჩაი იაპონიიდან - დეტოქსიკაციის ეფექტით. - დანდელიონის ყვავილის ექსტრაქტი - გამწმენდი თვისებით. - ორგანული CT ალოე ვერა მექსიკიდან - დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებებით. - კაოლინის თიხა - შთანთქავს ზედმეტ ცხიმსა და მტვერს. - გარგრის თესლის პუდრი - ამქერცლავი ეფექტით. - E ვიტამინი- ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებით.