ლა კუღ ბოტე - თვალის პატჩი აქტიურად აახალგაზრდავებს და ატენიანებს თვალის გარშემო არეს, ამცირებს მუქ წრეებსა და შეშუპებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და აღადგენს კანის ტონუსს. აქვს დამამშვიდებელი და გამკვრივებელი ეფექტი.
პროდუქტის შესახებ
თვალის დამატებითი მოვლა
ყველა ტიპის კანი
მუქი წრეები და შეშუპება
ნებისმიერი ასაკის ქალბატონები და მამაკაცები
ძირითადი მოქმედების ეფექტი
კონცენტრირებული შემადგენლობა აქტიურად ანახლებს უჯრედებს
ხელს უწყობს მიკროცირკულაციას
ღრმად აღწევს კანის უჯრედებში და უფრო სწრაფად ჭიმავს და ასწორებს ნაოჭებს
ხანგრძლივად ატენიანებს
ამცირებს მუქ წრეებს და შეშუპებას
დამატებითი მოქმედების ეფექტი
ამშვიდებს თვალის გარშემო არეს
გამოყენების წესები, რეკომენდაციები
გამოყენებამდე 10 წუთით ადრე შედეთ მაცივარში
შემდგომ ააცალეთ ნიღაბს დამცავი ფენა და დაიტანეთ დაბანილი, გასუფთავებული თვალის ქვედა მიდამოზე
გაიჩერეთ 20-25 წუთი და მოიხსენით
არ საჭიროებს ჩამობანას
გამოიყენეთ 1-2-ჯერ კვირაში
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები
თერმული წყალი (სალი დე ბერნი) 26 მინერალის შემცველობით - ამშვიდებს და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, ანიჭებს კანს სიჯანსაღის და სისუფთავის შეგრძნებას
მწვანე ჩაი - აახალგაზრდავებს, ამკვრივებს და აუმჯობესებს კანის ფერს
პოლარული ვარდი (ვარდისფერი რადიოლა) - მდიდარია C და E ვიტამინით, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, მოჰყავს ტონუსში, ამკვრივებს და აფერხებს დაბერების პროცესებს