მულტიმოქმედების ღამის ორფაზიანი შრატი, რომელიც შესამჩნევ შედეგს იძლევა პირველივე გამოყენებისას.
Erborian Skin Therapy Light არის მულტიმოქმედების ღამის ორფაზიანი შრატი, რომელიც შესამჩნევ შედეგს იძლევა პირველივე გამოყენებისას.
შრატი გაჯერებულია მაღალტექნოლოგიური კორეული ინგრედიენტებით და შეიცავს17 მცენარეულ ექსტრაქტს და 6 სუპერ ზეთს. მისი გამოყენებისას კანი რეკორდულ დროში ხდება გლუვი, ინტენსიურად დატენიანებული და ბუნებრივად ბრწყინვალე. რეგულარული გამოყენებისას კანის ტექსტურა უმჯობესდება, ხოლო დაბერების ნიშნები საგრძნობლად მცირდება.
Skin Therapy-ის გამორჩეული კორეული სუპერინგრედიენტები:
ბამბუკი - ატენიანებს კანს და უზრუნველყოფს ჰიდრატაციას
ფერმენტირებული იუძუ - ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს კანის ფერს
წითელი წიწაკა - ასხივოსნებს კანს
თეთრი ჟენშენი კომბინირებული მცენარეულ ექსტრაქტებთან - ანტი-ასაკობრივი ეფექტი, აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს;
ცენტელა აზიატიკა კომბინირებული მცენარეულ ექსტრაქტებთან (JAPANESE KNOTWEED, SKULLCAP, CHAMOMILE, GREEN TEA, ROSEMARY, LICORICE), ამშვიდებს კანს და უნარჩინებს კომფორტის შეგრძნებას.
დამატებითი ეფექტური ინგრედიენტები:
ჰიალურონის მჟავა: ამკვრივებს კანს და ხელს უშლის დეჰიდრატაციას.
სკუალინი: ლიპიდი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება კანში, კვებავს კანს.
• PHA: ქიმიური ექსფოლიანტი, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ნაზად არბილებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას.
• ბისაბოლოლი: დამამშვიდებელი აქტიური ნივთიერება, რომელიც ხსნის დისკომფორტს
• თუთია PCA: მინერალი, რომელიც ამცირებს გამონაყარს.
- გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის,
- შეიცავს 90% ბუნებრივ ინგრედიენტებს,
- გამოყენებულია ვეგანური ფორმულა.
შრატს აქვს საოცრად მსუბუქი, რძისებრი ტექსტურა. ის იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვისაც. არ ტოვებს ცხიმოვან კვალსა და წებოვნების შეგრძნებას.
გამოყენების წესი:
- გამოიყენეთ საღამოს, გასუფთავებულ და მშრალ კანზე.
- დაიტანეთ მთელ სახეზე ღამის კრემის წინ ან მის ნაცვლად.
- კანის საჭიროებიდან გამომდინარე, შრატმა შესაძლოა სრულად შეცვალოს თქვენი ღამის კრემი. მაქსიმალური კომფორტისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემის ქვეშ.