დაეხმარეთ კანის ბუნებრივი ტენიანობის ბარიერის შენარჩუნებას ჩვენი ახალი ედელვაისის ჟელესებრი მისტით. მხოლოდ რამდენიმე წვეთია საჭირო იმისათვის, რომ დაიტენიანოთ თქვენი კანი 24 საათის განმავლობაში და დაიცვათ იგი დაბინძურებისა და ცისფერი სინათლის ზემოქმედებისგან . ყველა ბოთლი ახლა გამდიდრებულია ედელვაისის ორმაგი კონცენტრაციით, რომელიც ბუნებრივად გაძლიერებულია ლეონტოპოდური მჟავით, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. სინამდვილეში, პაწაწინა ედელვაისის მცენარე იმდენად ელასტიური და ძლიერია, რომ მის ექსტრაქტს აქვს 43%-ით მეტი ანტიოქსიდანტური ძალა, ვიდრე რეტინოლს. საკმაოდ არაჩვეულებრივია, არა? ეს ჟელესმაგვარი მისტი ხელს უწყობს სახის კანის დაცვას და ანიჭებს თქვენს კანს სიახლის შეგრძნებას. აღვნიშნეთ, რომ ის ასევე შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის? კიდევ ერთი სიურპრიზი - ჩვენი ბოთლი ასევე დამზადებულია 100% გადამუშავებადი პლასტმასისგან.
- განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის - ანიჭებს კანს ტენიანობის შეგრძნებას და კანი გამოიყურება უფრო სუფთად და ბზინვარედ - 24 საათიანი დატენიანება - ეხმარება დაცვას დაბინძურებისგან და ცისფერი სინათლის ზემოქმედებისგან - დამზადებულია 96% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით - ახლა გამდიდრებულია ედელვაისის ორმაგი კონცენტრაციით - ვეგანური - დერმატოლოგიურად შემოწმებული
გამოყენების წესები, რეკომენდაციები:
1. შეისხურე ჩვენი ედელვაისის სახის მისტი გაწმენდილ კანზე დაახლოებით 20 სმ მანძილიდან გახსოვდეს, დახუჭე თვალები! 2. წაისვით ჩვენი ედელვაისის დამაგლუვებელი დღის კრემი ან ედელვეისის ინტენსიური დამაგლუვებელი დღის კრემი. 3. განიახლე მაკიაჟი ჩვენი მისტით, როდესაც გსურს შემატო კანს ბზინვარება.