აერინი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

აერინი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

ამერიკის შეერთებული შტატები

ოქსიგენესისი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: თხევადი სტაბილიზირებული ჟანგბადი 10.0%; ნატრიუმის ქლორიდი 0.85%; გამოხდილი წყალი 89.15%.
გამოყენების ჩვენება: აერინი გამოიყენება სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს ჰიპოქსიის შესამცირებლად: ნევროლოგიური დარღვევეები: თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითება მიკროცირკულაციის დარღვევის ფონზე, ნევროზი, აგზნება, უძილობა, ფობია, კონცენტრაციის და სიფხიზლის დაქვეითება, გადაძაბვა, სტრესი; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტენზია, ანემია; ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია: ასთენია, არითმია, ვაზო-მოტორული რეაქციები; რესპირატორული სისტემის დაავადებები, რომელთა სიმპტომოკომპლექსში აღინიშნება დისპნოე, სისხლის ოქსიგენაციის შემცირება: ასთმა, ემფიზემა, ასფიქსია, გაციება და გრიპი, ბრონქიტი, პნევმონია, მწეველთა ბრონქიტი; ალერგიული დაავადებები: ზედა სასუნთქი გზების დაცვა თამბაქოს, ალერგენების, გამონაბოლქვის და მტვერის ალერგიული ზემოქმედებისგან; იმუნური სისტემის ლაბილობა: იმუნიტეტის დაქვეითება, ორგანიზმის იმუნური პასუხის დასუსტება გახანგრძლივებული და მორეციდივე ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების ფონზე; ორსულთა ტოქსიკოზის და ჰიპოქსიის სიმპტომური გამოვლინებები: ღებინება, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება; კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მოშლილობა: ვიტამინების, მინერალებისა და ესენციური ნივთიერებების შეწოვის დაქვეითება; პოსტ-ტრავმული რეაბილიტაცია, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა; სიმსივნური დაავადებები: ანტიოქსიდანტური თერაპია, ქიმიოთერაპიის შემდგომი სიმპტომების შემსუბუქებისთვის; დამწვრობა, ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება ადგილობრივად); სტომატოლოგიური დაავადებები (სავლების სახით); დაბინძურებული წყლის დეზინფექცია.
გამოყენების წესი და დოზირება: აერინი მიიღება შიგნით. მოზრდილებში ინიშნება 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში, 3-ჯერ დღეში კვებამდე 15-30 წუთით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2-კვირიანი ინტერვალის შემდეგ. ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზის ნახევარი. გარეგანი გამოყენებისთვის საფენები მზადდება: 10 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში. საფენი უნდა გამოიცვალოს 2-3-ჯერ დღეში. პირის ღრუს სავლები მზადდება: 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში. რეკომენდებულია მომზადებული ხსნარის გამოვლება 2-3-ჯერ დღეში 2-3 წუთით პირის ღრუში დაყოვნებით. წყლის დეზინფექციისთვის: 20-30 წვეთი 1 ლიტრ წყალზე. ასეთი წყლის გამოყენება რეკომენდებულია 24 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება: დადგენილი არ არის.

გამოშვების ფორმა: 30 მლ საწვეთურიან ფლაკონში. მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Bio2 International, inc., აშშ.

შეფუთვა: შპს ,,ივერთა”, საქართველო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოქსიგენესისი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
ჟანგბადი თხევადი
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი