სავაჭრო სახელწოდება მარსიანჩიკი ომეგა 3 / Martians Omega 3 საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია Walmark მწარმოებელი ქვეყანა ჩეხეთი გამოშვების ფორმა კაფსულა #30 გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ) შემადგენლობა : 1 კაფსულა შეიცავს თევზის ქონი : 250მგ 50% DHA , OMEGA 3 70% მჟავები ვიტამინი ჩ 37,5 მგ ვიტამინი A 0,5 მგ ვიტამინი D 0,003 მოქმედების მექანიზმი ტვინის განვითარება და ფუნქციობა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სინთეზიც ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია, აუცილებელი კომპონენტებია მზარდი ტვინის განვითარებისთვის და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლის, მეხსიერების და კონცერტრაციის უნარს. ეს კომპონენტები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის ჩამოყალიბებაში. OOMEGA 3 ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას ჰიპოკამპში, ჰიპოთალამუსსა და ქერქში. თავის ტვინის ეს სტრუქტურები ჩართულია სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში. OOMEGA 3 ის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ამცირებს თავის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტს და უტილიზაციას, კატექოლამინების, ხოლო ჰიპოკამპში, ციკლური ამფის კონცენტრაციას, ფოსფოლიპიდების სინთეზის შემცირებას როგორც თავისტვინში, ისე ჰიპოთალამუსში. ყველა ეს ცვლილება უარყოფითად აისახება დასწავლის პროცესზე. სწავლა და მეხსიერება ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულ წილად დამოკიდებულია DHAს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. იგი მონაწილეობს როგორც სწავლის , ისე დამახსოვრების პროცესში. განვითარებად ჰიპოკამპში ხელს უწყობს ნეირონების და სინაფსების ჩამოყალიბებას. DDHAს მიღებისას სპონტანური სინაფსური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც შედეგია მომატებული გლუტამატერგული აქტივობის. DDHA მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. მხედველობა : DHA მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში.აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას და ზრდის კონცენტრაციის უნარს .
ჩვენება: აუმჯობესებს ბავშვებში დასწავლის, მეხსიერების და ინფორმაციის აღქმის უნარს; ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარება აქტივობას; ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობის აპარატის სწორ განვითარებას; არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფატების შეწოვას; ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებას; ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას; აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას. გვერდითი მოვლენები: არ ახასიათებს ტოქსიკურობა: არაა ტოქსიკური უკუჩვენება: არ გააჩნია ურთიერთქმედება სხვადასხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში და მოზარდებში 1 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის შემდეგ. რეპარატის მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით ან ექიმთან შეთანხმებით. შეფუთვა: ჟელატინის კაფსულა #30 შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე. აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.