OMEGA 3 1000 mg SGELS-200 SGELS ნაუს ომეგა 3 1000მგ შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: 1,000მგ თევზის ქონს.180 EPA-120 DHA;
მოლეკულურად დისტილირებული პროდუქტი; გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე.
ჩვენება: NOW Omega-3 წარმოადგენს ნატურალური მაღალი ხარისხის თევზის ქონის კონცენტრატს, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის კონტროლის სტანდარტებს. ის ტესტირებულია პოტენციურად საშიში დამაბინძურებლების არსებობაზე, მაგალითად, პოლიქლორირებული ბიფენილები, დიოქსინები, ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები. კომპლექსი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს EPA და DHA. ის ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ჯანსაღ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. არ შეიცავს გმო-ს, კოშერული პროდუქტია (სერთიფიცირებულია kosher-ის მიერ).
მიღების წესი და დოზირება: 2 რბილი კაფსულა 2-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
შეფუთვა: სპეციალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა. 200 ჟელატინის კაფსულა შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.