/images/logo_ka.svg
ნიუ ნორდიკი მულტივიტამინები ქალებისთვის ჯანმრთელობა და სილამაზე ტაბლეტი #30
ნიუ ნორდიკი მულტივიტამინები ქალებისთვის ჯანმრთელობა და სილამაზე ტაბლეტი #30

ნიუ ნორდიკი მულტივიტამინები ქალებისთვის ჯანმრთელობა და სილამაზე ტაბლეტი #30

შვედეთი

ნიუ ნორდიკი

გამოიყენება ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების , არასაკმარისი კვების, ხანგრძლივი გადატვირთვის დროს.

პროდუქტის შესახებ

ნიუ ნორდიკი მულტივიტამინები ქალებისთვის ჯანმრთელობა და სილამაზე

შემადგენლობა:

​ვიტამინები:

  • ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 45 მგ
  • ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) – 9 მგ
  • ვიტამინი E (D-α-ტოკოფეროლ სუქცინატი) – 7.5 მგ
  • ვიტამინი B5 (კალციუმ-D-პანტოტენატი) – 3 მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 1.5 მგ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 1.05 მგ
  • ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) – 0.9 მგ
  • ვიტამინი A (რეტინილაცეტატი) – 500 მკგ
  • ფოლიუმის მჟავა – 150 მკგ
  • ბიოტინი (D-ბიოტინი) – 75 მკგ
  • ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 2.5 მკგ
  • ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) – 1.5 მკგ

მინერალები:

  • კალციუმი (კალციუმის კარბონატი) – 200 მგ
  • მაგნიუმი (მაგნიუმის ჰიდროქსიდი) – 125 მგ
  • თუთია (თუთიის გლუკონატი*) – 11.3 მგ
  • მანგანუმი (მანგანუმის გლუკონატი*) – 1.25 მგ
  • სპილენძი (სპილენძის გლუკონატი*) – 1 მგ
  • იოდი (კალიუმის იოდიდი) – 75 მკგ
  • მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) – 75 მკგ
  • სელენი (L-სელენომეთიონინი*) – 62.5 მკგ
  • ქრომი (ქრომის ქლორიდი) – 12.5 მკგ


ჩვენება:

​ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია ქალებში; მდგომარეობები, როდესაც აღინიშნება ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილება, ასთენია და ადინამია, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში, გადატანილი დაავადებების შემდეგ; არასაკმარისი კვების (დიეტა, შიმშილობა), ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას; დატვირთული ფიზიკური და გონებრივი სამუშაოების დროს, პრე და კლიმაქტერულ ასაკში ავიტამინოზისა და ჰიპოვიტამინოზისას; ჯანსაღი კანის, ფრჩხილებისა და თმების მხარდასაჭერად და გამართული ფუნქციობისთვის.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სკანდინავიური მულტივიტამინები ქალებისთვის განკუთვნილია კანის, ფრჩხილების, თმის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის, ენერგიის მატებისა და ძლიერი იმუნიტეტისთვის, აწვდის ქალის ორგანიზმს იმ საჭირო და აუცილებელ ნუტრიენტებს, რაც ავსებს სიცოხლისუნარიანობით და ანიჭებს მუდმივი ახალგაზრდობის შეგრძნებას.


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიუნორდიკის ახალი თაობის მულტივიტამინურ კომპლექსში გამოიყენება ინოვაციური, მიკროინკაფსულირების მეთოდი, რაც გამორიცხავს ტაბლეტში აქტიურ ნივთიერებებს შორის ურთიერთქმედებას და ზრდის მათ ეფექტიანობას. მიკროკაფსულიზაციის საშუალებით ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები თანდათანობით გამოთავისუფლდება და ხანგრძლივად აღადგენენ ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსს , რაც ჰიპო და ავიტამინოზის განვითარების პრევენციას და კუპირებას განაპირობებს. მულტივიტამინების ოპტიმალური კომპლექსი განაპირობებს ქალის როგორც გარეგანი ვიზუალური მხარის, ასევე შინაგანი ჯანმრთელობის მხარდაჭერას ყველა ასაკსა და მდგომარეობაში.


დოზირება:

რეკომენდებულია 18 წლიდან, 1 აბი ერთხელ დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.


უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი.


შენახვა:

​ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნიუ ნორდიკი
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
მულტივიტამინები
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat