რკინა დეფიციტური ანემიის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა.
რკინა დეფიციტური ანემიის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა: 30მგ კაფსულა
შემადგენლობა დღიური დოზა 2 კაფსულა:
რკინა(III)მიკროკაფსულირებული (ლიპოფერი ) - 30მგ.
ვიტამინი C - 80მგ.
ფოლის მჟავა 400 - მკგ
ვიტამინი B12 - 2,5მკგ
რკინის პიროფოსფატი წარმოქმნის ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. სწორედ ამიტომ რკინის პიროფოსფატის მიღებისას უფრო სწრაფი და ეფექტურია ანემიის მკურნალობა .
ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილად შეწოვად ფორმად.
ფოლის მჟავა აუცილებელი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, აქტიურად მონაწილეობს ნუკლეინმჟავების სინთეზში, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უჯრედების ზრდასა და გამრავლებაში.
ციანკობალამინი ვიტამინი B12-ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წითელი უჯრედების, ნუკლეინის მჟავების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სინთეზში.
ჩვენებები
• - სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია
• - რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
• - სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის
• - ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნისას
• - ბავშვებისათვისს აქტიური ზრდის პერიოდში,
• - მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს
• - არაბალანსირებული კვება
• - ხანგრძლივ მედიკამენტოზურ თერაპიაზე მყოფი ასაკოვან პაციენტებში
მიღების წესები და დოზები :
2 კაფსულა დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ საკმაო რაოდენობის წყლის მიყოლებით .
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა ფეროლინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, დაავადებები რკინის ჭარბი შემცველობით
ორსულობა და ლაქტაცია: ფეროლინის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების თავისებურებები: ფეროლნის და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ შეიცავს: გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმდ ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
მწარმოებელი: ESI s.p.a., იტალია
პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს პრაიმლაინ თერაპი.
ტელეფონი 593 06 33 00