პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - HEPARIN SODIUM
მოქმედი ნივთიერება: ჰეპარინ ნატრიუმი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 25000 სე/5 მლ
1 მლ.
ჰეპარინ ნატრიუმი ......... 5000 სე
(ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული)
ბენზილის სპირტი ............. 10 მგ
ნატრიუმის ქლორიდი .......... 3 მგ
ქლორწყალბამდჟავა ............ 0.1 M ან
ნატრიუმის ჰიდროქსიდი ...... 0-0.1 მკლ
საინექციო წყალი ................. 1.0 მლ-მდე
ჩვენებები:
ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ღრმა ვენების ოპერაციის შემდგომი თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა;
ემბოლიზაციით მიმდინარე წინაგულების ფიბრილაცია;
არასტაბილური სტენოკარდია;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
ფილტვების ემბოლია;
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების დროს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ექსტრაკორპორული სისხლმიმოქცევის აპარატის გამოყენება, სისხლის ტრანსფუზია, ჰემოდიალიზი;
სტაბილიზატორის სახით სისხლის აღების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
♦ ჰეპარინის შეყვანა წარმოებს კანქვეშ, ვენაში, და ელექტროფორეზის გამოყენებით.
♦ თერაპიული მიზნით ჰეპარინს იყენებენ ვენაში უწყვეტი ინფუზიის, ან ვენაში რეგულარული ინექციების სახით.
♦ პროფილაქტიკის მიზნით ჰეპარინს იყენებენ კანქვეშ, 8-12 სთ-იანი ინტერვალით. ჰეპარინის კანქვეშა ინექციის ძირითად ადგილს წარმოადგენს მუცლის წინა-ლატერალური კედელი, მარჯვენა და მარცხენა მხარის მონაცვლეობით, საჭიროა თხელი გრძელი ნემსის შეყვანა პერპენდიკულარულად (და არა კუთხით), ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეულ კანის ნაკეცში ხსნარის სრულ შეყვანამდე. ჰეპარინის კანქვეშა ინექციები წარმოებს ღრმად ცხიმოვან ქსოვილში. ჰემატომის ფორმირების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შეყვანის ადგილის მუდმივი მონაცვლეობა.
♦ ჰეპარინის კონცენტრირებული ხსნარის კანქვეშა ინექციას იყენებენ ხშირად, ვინაიდან ამ დროს მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ჰეპარინის საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 5000 სე-ს. იგი შეჰყავთ ვენაში, შემდგომში მკურნალობა გრძელდება ჰეპარინის კანქვეშა ინექციით ან მისი ვენაში ინფუზიით.
ჰეპარინის შემანარჩუნებელი დოზები დამოკიდებულია მისი შეყვანის წესზე.
- ვენაში უწყვეტი ინფუზიის დროს ინიშნება 1000-2000 სე-სთ-ში, (20000-40000 სე დღეში). ჰეპარინს ხსნიან 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში;
- ვენაში რეგულარული ინექციების დროს ინიშნება ჰეპარინის 5000-10000 სე ყოველ 4-6 სთ-ში.
- კანქვეშა ინექციების დროს ჰეპარინის კონცენტრირებული ხსნარი შეჰყავთ ყოველ 12 სთ-ში 15000-20000 სე, ან ყოველ 8 სთ-ში 8000-10000 სე.
♦ ჰეპარინის დოზების შერჩევა წარმოებს ნაწილობრივ აქტივირებული თრომბოპლასტინის დროის მიხედვით, რომელიც 1.5-2.5-ჯერ მეტია საკონტროლო მაჩვენებლებთან შედარებით.
♦ პრეპარატის მცირე დოზებით კანქვეშა ინექციებისას (თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა) საჭირო არ არის ნაწილობრივ აქტივირებული თრომბოპლასტინის დროის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან იგი უმნიშვნელოდ იზრდება. ჰეპარინის ვენაში უწყვეტი ინფუზია, რეგულარულ ინექციებთან შედარებით, წარმოადგენს მეტად მოხერხებულ მეთოდს. ვინაიდან იგი უზრუნველყოფს მეტად მნიშვნელოვან ჰიპოკოაგულაციას და ხასიათდება სისხლდენის ნაკლები რისკით.
♦ ჰეპარინის ვენაში ინექციები რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია პრეპარატის ვენაში ინფუზია, ან ჰეპარინის კონცენტრირებული ხსნარის კანქვეშ შეყვანა. პრეპარატის რეგულარული ინექციები ვენაში იწვევს ჰემოსტაზის ცვლილებებს, რასაც თან ახლავს მეტად საშიში სისხლდენები, რის გამოც აღნიშნული ინექციები წარმოებს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში.
♦ ჰეპარინით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი გამოყენების ჩვენებაზე და შეყვანის წესზე.
♦ ვენაში ინექცის დროს მკურნალობის ოპტიმალური კურსი შეადგენს 7-10 დღეს, შემდგომში პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლით.
♦ რეკომენდებულია პერორალური ანტიკოაგულანტების (ვარფარინის და სხვა) გამოყენება ჰეპარინით მკურნალობის პირველივე დღიდან, ან მე-5 მე-7 დღეს, ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა წარმოებს კომბინირებული მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6466