ოლიგოფერი კაფსულა #30

ოლიგოფერი კაფსულა #30

საფრანგეთი

ლეს ტროის ჩენესი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების
შემადგენლობა:
1. ელემენტარული რკინა(რკინის ბისგლიცინატი)-30მგ
2. ვიტამინი C-60მგ

მოქმედების მექანიზმი:
ოლიგოფერი წარმოადგენს რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალო/დამხმარე საშუალებას, რომლის ეფექტურობა განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების სინერგიული მოქმედებით.

პრეპარატში წარმოდგენილია რკინის ბისგლიცინატი, რომელიც არის ხელატური ფორმა და რკინის სხვა ნაერთებისგან განსხვავებით შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, ხანგრძლივად დეპონირდება და არა აქვს რკინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. რკინის ბისგლიცინატში რკინა წარმოდგენილია ორვალენტიანი ფორმით.
ოლიგოფერის ეს დამახასითებელი თვისებები განაპირბებს მის მაღალ ეფექტურობას.
ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს რკინის შეწოვის კიდევ უფრო გაზრდას.

ჩვენებები:
1. რკინადეფიციტური ანემია
2. ანემია გამოწვეული ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენით
3. მენო-მეტრორაგიები
4. ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში
5. პოსტოპერაციული ანემია

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტების მიმართ, ღვიძლის უკმარისობა, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი მიიღება ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან და ლაქტაციის დროს.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა:
საპროფილაქტიკოდ მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. სამკურნალოდ მისი დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.

შენახვის პირობები:
ოლიგოფერი ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეს ტროის ჩენესი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
რკინის ბისგლიცინატ ხელატი+ვიტ ც
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი