/images/logo_ka.svg
ათეროლიპი კაფსულა #30

ათეროლიპი კაფსულა #30

ლატვია

ლოტოს ფარმა

გამოიყენება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.

პროდუქტის შესახებ

ათეროლიპი კაფსულა

შემადგენლობა:

  • წითელი საფუარიანი ბრინჯის ექსტრაქტი - 333მგ
  • კოპტის ფესურები - 50მგ
  • ველური მოცვი - 43მგ
  • მონაკოლინ K 3 - 10მგ
  • ბერბერინი 98% - 49მგ
  • ფლავანოიდები 5,5% - 2,36მგ


ათეროლიპის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

მონაკოლინ K - ბუნებრივი წარმოშობის სტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან. მონაკოლინ K ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეროლის კონცენტრაციის შემცირებას.

ბერბერინი - მცენარული წარმოშობის ალკალოიდია. მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი, რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისაგან, რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და ხელს უწყობს მომატებული საერთო ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.

ფლავანოიდები - ველური მოცვი მასში შემავალი ფლავონიდებით გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტითრომბოლიზური ეფექტით, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციური მოქმედება.

ჩვენება:

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; დისლიპიდემიამ კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცირიდემია; ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; მეტაბოლური სინდრომი; ათეროლიპის გამოყენება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით; სინთეზური სტატინების ,,აუტანლობა” (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).


გამოყენების წესი:

1კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, გარკვეული რაოდენობის წყლის მიყოლებით. არ უნდა დაიღეჭოს. არ მიიღოთ უზმოზე.

მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი-მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.


გამოყენების შეზღუდვები:

  • შემადგენლი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)
  • ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ
  • არ არის რეკომენდებული 5 წლის ქვემოთ ბავშვებში გამოყენება


სიფრთხილის ზომები:

  • ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი
  • არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას
  • უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!


შენახვა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+25 ̊C-მდე), მშრალ, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლოტოს ფარმა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
წითელი საფუარიანი ბრინჯი+კოპტი+მოცვი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat