დიროტონი ტაბლეტი  5მგ #28

დიროტონი ტაბლეტი 5მგ #28

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ლიზინოპრილი 5; 10; 20 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის სიმპტომური). გულის ქრინიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს ან/და დიურეზულებს).
მიოკარდიუმის ინფარქტის (სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით) საწყისი მკურნალობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
დიაბეტური ნეფროპათია ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევით და ინსულინდამოუკიდებელ პაციენტებში ჰიპერტენზიით.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად, კვების რეჟიმისაგან დამოუკიდებლად, დღეში ერთხელ.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს ავადმყოფებში, რომლებიც არ იღებენ სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს- ნიშნავენ 2,5_10მგ ერთხელ დღეში. არასაკმარისი ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება არტ. წნევის მაჩვენებლების მიხედვით. საშუალო დღიური შემანარჩუნებელი დოზა- 10-20მგ. მაქსიმალური დღიური დოზა- 40მგ. სრული ეფექტი მიიღება საშუალოდ 2_4 კვირის შემდეგ, რაც გასათვალისწინებელია დოზის გაზრდის დროს.
თუ პაციენტი მკურნალობს დიურეზულებით, მათი მიღება უნდა შეწყდეს ლიზინოპრილით მკურნალობის წინ 2_3 დღით ადრე. თუ დიურეზულების მოხსნა შეუძლებელია, ლიზინოპრილის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5მგ დღე-ღამეში. გამოხატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გათვალისწინებით, საჭიროა დაკვირვება რამოდენიმე საათის განმავლობაში (მოქმედების მაქსიმუმი მიიღწევა 6 საათში).
რენოვასკულული ჰიპერტენზიის დროს ან სხვა მდგომარეობების დროს, რომელიც ხასიათდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მომატებული აქტივობით, ინიშნება დაბალი საწყისი დოზით- 2,5-5 მგ დღეში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქცია, კალიუმის კონცენტრაცია სისხლში). შემანარჩუნებელი დოზა ინიშნება დინამიკის გათვალისწინებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თირკმლის უკმარისობა- ვინაიდან ლიზინოპრილი გამოიყოფა თირკმლებით, საწყისი დოზა დგინდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით. შემანარჩუნებელი დოზის დადგენა ხდება პაციენტის რეაქციის, თირკმლის ფუნქციის, სისხლში კალიუმის, ნატრიუმის დონის კონტროლის გათვალისწინებით.
უკუჩვენება
ლიზინოპრილის და სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტების მიმართ.
ანამნეზში ანგიო-ნევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, თანდაყოლილი ან იდიოპათური ანგიო-ნევროზული შეშუპება.
აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი ან ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.
თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი.
ორსულობა, ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ლიზინოპრილის გამოყენება უკუნაჩვენებია. ორსულობის დადგენისთანავე უნდე შეწყდეს პრეპარატის მიღება. აგფ-ინჰიბიტორების მიღება ორსულობის II და III ტრიმესტრში ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ნაყოფზე (არტერიული წნევის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიემია, თავის ქალის ჰიპოპლაზია, ნაყოფის სიკვდილი). არ არსებობს მონაცემები ნეგატიურ ზეგავლენაზე I ტრიმესტრში გამოყენებისას. ახალშობილ და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვები, რომლების დაბადებამდე იმყოფებოდნენ აგფ-ინჰიბიტორებით ზეგავლენის ქვეშ, საჭიროებენ დაკვირვებას ჰიპოტენზიის, ოლიგურიის და ჰიპერკალიემიის გამოვლენის მიზნით.
ლიზინოპრილი გადის პლაცენტურ ბარიერს. არ არის მონაცემები ლიზინოპრილის გამოყოფაზე დედის რძეში. პრეპარატით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ლიზინოპრილი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი