იდრინოლი ნიუ ხსნარი საინექციო 100მგ/1მლ 5მლ ამპულა #10
რუსეთის ფედერაცია
ფარმფირმა სოტექსი
GEL
in stock
new
41.03₾
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მელდონიუმის დიჰიდრატი ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება. ჩვენებები გამოყენებაზე: - გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); გულის ქრონიკული უკმარისობა, დისჰორმონალური კარდიომიოპათია; - თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (იშემიური ინსულტი, ცერებროვასკულარული უკმარისობა); - დაქვეითებული შრომისუნარიანობა; - ფიზიკური გადაღლა (მათ შორის სპორტსმენებში); - აბსისტენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან); - ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).
უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის მიმართ; - შიდა ქალის წნევის მომატება (ვენური გადინება); - 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით: ღვიძლის და თირკმელების დაავადებები. გამოყენების წესი და დოზები: იდრინოლის ® აღმგზნები ეფექტის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში. გულსისხლძარღვთა დაავადებები კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში - ინტრავენურად 500 მგ-1,0 გ (5-10 მლ პრეპარატ იდრინოლი®), გამოიყენება ერთდროულად მთელი დოზა ან იყოფა 2 შეყვანად. მკურნალობის კურსი - 10-14 დღე. განმეორებითი კურსი (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში) - ექიმის რეკომენდაციით. არგამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში. შენახვის პირობები: ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაშვების პირობები რეცეპტით.