მოქმედი ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი- 2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი -5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი-10 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა. მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით. პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა - 1 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით. პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ. უკუჩვენებები:
*კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ. სვ);
*ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები);
*პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
*გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 10 მმ. ვწყ. სვ) დროს.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.