საერთაშორისო დასახელება - ISOSORBIDE MONONITRATE კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან. 1 ტაბ. - იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ....... 20 მგ 1 ტაბ. - იზოსორბიდ-5-მონონიტრატი...... 40 მგ
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისათვის პაციენტებში, გულის იშემიური დაავადებით; აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის; ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის; პორტალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება ინდივიდუალურად, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მკურნალობა იწყება მინიმალური ეფექტური დოზით 1-3-ჯერ 10-20 მგ-ის ოდენობით. კლინიკური ეფექტის შესაბამისად ერთჯერადი თერაპიული დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 მგ-მდე (განსაკუთრებული შემთხვევების დროს 80 მგ-მდე) 1-3-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლთენები: პრეპარატის მიღების შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, ორთოსტატული კოლაფსი, გლაუკომის გამწვავება, თავის ქალას შიდაწნევის მომატება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, გულისრევა, საერთო სისუსტე და გადაღლილბა.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.