ნერვული სისტემის მხარდაჭერა, სითხის ბალანსის რეგულირება, მხედველობის ფუნქციის მხარდაჭერა, უჯრედული დაცვა.
შემადგენლობა: Taurine (თავისუფალი ფორმა) – 500 მგ.
პროდუქტის აღწერა:
NOW FOODS ის Taurine 500 mg კაფსულები შეიცავს პირობითად შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც არ გამოიყენება ცილის სინთეზისთვის, თუმცა თავისუფალი სახით გვხვდება თითქმის ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით კი ნერვულ სისტემაში.
ფორმულა ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის ტრანსპორტირებას უჯრედებში.
კაფსულები ვეგანურია (ჰიპრომელოზა), არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს და დამზადებულია GMP სტანდარტების დაცვით.
ჩვენება:
ნერვული სისტემის მხარდაჭერა – ეხმარება ნერვული იმპულსების გენერირებასა და რეგულირებაში; მუშაობს გლიცინთან და GABA-სთან ერთად, როგორც ნეიროტრანსმიტერი.
სითხის ბალანსის რეგულირება – ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას.
მხედველობის ფუნქციის მხარდაჭერა – განსაკუთრებით სასარგებლოა მხედველობის გზების ჯანმრთელობისთვის.
უჯრედული დაცვა – სტაბილიზაციას უკეთებს უჯრედულ გარსებს და მონაწილეობს ელექტროლიტების ცვლაში.
დოზირება:
1 კაფსულა 1-დან 4-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღებებს შორის, წყალთან ან წვენთან ერთად.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის; ორსულობის ან მედიკამენტების მიღებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
მწარმოებელი: NOW FOODS, USA Bloomingdale
იმპორტიორი და სავაჭრო ნიშნის მფლობელი კავკასიის რეგიონში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი, გ. ქუჩიშვილის ქ.20; ტელ: +995 322 42 30 88