პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - nebivolol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნებივოლოლი (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის ფორმით) 2,5 მგ ან 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სელექციური ბეტა-ადრენობლოკატორები.
გამოყენების ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის იშემიური დაავადება: დაძაბვის სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა;
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზები
ნებივორლდის ტაბლეტები მიიღება შიგნით 1-ჯერ დღე-ღამეში, სასურველია დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საკმაო რაოდენობის სითხის დაყოლებით.
საშუალო სადღეღამისო დოზა არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ შეადგენს 2,5-5 მგ ნებივოლოლს. ოპტიმალური ეფექტი გამოხატული ხდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, ხოლო ზოგ შემთხვევაში – 4 კვირის შემდეგ. თუ პრეპარატ ნებივორლდით თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ აწ-ის კონტროლი არასაკმარისია, შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 2 კვირის განმავლობაში დღე-ღამეში 40 მგ-მდე. ნებივორლდის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან აწ-ის დამაქვეითებელ სხვა საშუალებებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზის თანდათან გაზრდით ინდივიდუალური ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე. პრეპარატი ინიშნება უკანასკნელი 6 თვის მანძილზე გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების არარსებობისას. სხვა პრეპარატების დოზები (დიურეტიკები, დიგოქსინი, აგფ-ის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები), რომლებსაც იღებს პაციენტი, უნდა შეირჩეს ნებივორლდით თერაპიის დაწყებამდე 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში დოზის შერჩევისას აუცილებელია 1-დან 2 კვირამდე ინტერვალების დაცვა და პაციენტის მიერ ამ დოზის ამტანობის გათვალისწინება: ნებივოლოლის დოზა 1,25 მგ ერთხელ დღე-ღამეში შეიძლება გაიზარდოს თავიდან 2,5-5 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, ხოლო შემდეგ 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს პრეპარატის 2,5 მგ დღე-ღამეში. აუცილებლობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ;
- გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში);
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური აწ ნაკლები 90 მმ. ვწყ. სვ.);
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოაურიკულური ბლოკადის ჩათვლით;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- ბრადიკარდია (გშს <60 დარტყმა/წუთში);
- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის (რითმის ხელოვნური წამყვანის გარეშე);
- ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
- კარდიოგენური შოკი;
- ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა ანამნეზში;
- პერიფერიული სისხლძარღვვების მძიმე მაობლიტირებელი დაავადებები (ხანგამოშვებითი კოჭლობა, რეინოს სინდრომი);
- მიასთენია;
- დეპრესია.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ანამნეზში ალერგიული დაავადებების, ფსორიაზის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ასევე 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5680
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.