პრესტოზეკ კომბი ტაბლეტი 8მგ+10მგ #30

პრესტოზეკ კომბი ტაბლეტი 8მგ+10მგ #30

პოლონეთი

ადამედ ფარმა
პროდუქტის შესახებ
პრესტოზეკ კომბი, 8 მგ+10 მგ, ტაბლეტები
პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი + ამლოდიპინი

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი და ამლოდიპინი.
პრესტოზეკ კომბი 8მგ+10მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს და 10მგ ამლოდიპინს ექვივალენტურს 13.87მგ ამლოდიპინის ბეზილატის.
დამხამრე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 200XLM, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 112, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენების ჩვენება: პრესტოზეკ კომბი ინიშნება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) და-ან სტაბილური კორონარული არტერიების დაავადების სამკურნალოდ (მდგომარეობა, როდესაც სისხლის გულისკენ მიწოდება შემცირებულია ან ბლოკირებულია). პაციენტებს, რომლებიც უკვე ღებულობენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალცალკე ტაბლეტების სახით, შეუძლიათ მიიღონ ორივე ნივთიერების შემცველი პრესტოზეკ კომბის ერთი ტაბლეტი. პრესტოზეკ კომბი არის ორი აქტიური ნივთიერების-პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინის ან რომელიმე აგფ ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, თუ პაციენტი არის 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (უმჯობესია პაციენტმა არ მიიღოს პრესტოზეკ კომბი ორსულობის ადრეულ ეტაპზე-იხ. ორსულობა), თუ განვითარდება ხიხინი, ენის ან სახის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან კანზე მწვავე გამონაყარი მანამდე მიღებული აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას, ან თუ ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნებოდა მსგავსი სიმტპომები სხვა სიტუაციებში (ანგიოედემა). თუ პაციენტს აქვს კარდიოგენული შოკი (როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი სისხლი), აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი ძირითადი სისხლძარღვის შევიწროება); თუ პაციენტს აქვს მწვავე ჰიპოტენზია. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის უკმარისობის დროს (მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, რაც იწვევს ქოშინს ან პერიფერიულ შეშუპებას, როგორიცაა ფეხების, მუხლების ან ტერფების შეშუპება); თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღებულობს ალისკირენის შემცველ წნევის დამწევ პრეპარატებს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: პრესტოზეკ კომბის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტს აქვს: გულის კუნთის დაავადება ან თირკმელების არტერიის სტენოზი, გულის სხვა პრობლემები, ღვიძლის დისფუნქცია, თირკმელების პრობლემები ან იმყოფრება დიალიზზე, კოლაგენ-ვასკულარული დაავადება, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმა, დიაბეტი, თუ პაციენტი არის მარილის შემზღუდველ დიეტაზე ან ღებულობს მარილის შემცვლელებს, რომელიც შეიცავს კალიუმს; თუ ღებულობს შემდეგი სახის პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: * ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკერები (ასევე ცნობილი როგორც სარტანები-მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ აქვს დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები, * ალისკირენი. თუ ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს ანგიოშეშუპების (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება მაგ. ხორხის) რისკი იზრდება: * რაცეკადოტრილი (დიარეას სამკურნალოდ); * სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან mTOR-ის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების პრევენციისთვის). ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების ბალანსი სისხლში რეგულარულად. უნდა ეცნობოს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს თუ პაციენტს ამ პრეპარატით მკურნალობის დროს: უნდა ჩაუტარდეს ზოგადი ანესთეზია და-ან ქირურგიული ოპერაცია, ახლო წარსულში ჰქონდა დიარეა ან ღებინება; აპირებს LDL აფერეზის ჩატარებას (დანადგარის მეშვეობით ქოლესტერინის გამოდევნა ორგანიზმიდან), აპირებს ჩაიტაროს ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენით გამოწვეული ალერგიული ეფექტის შესაცმირებლად დესენსიბილიზაციის კურსი.

ბავშვები და მოზარდები: პრესტოზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადამედ ფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
პერინდოპრილი+ამლოდიპინი
დოზა
8მგ+10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი