პროდუქტის შესახებ
ვენოსმინის სპრეი 150მლ
(+- 55 შესხურება-დოზა)
შემადგენლობა: დიოსმინი, პანთენოლი, მენთოლი.
დიოსმინი-ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს ვენურ ტონუსს: დიოსმინი არის ფლავონოიდების ოჯახის წარმომადგენელი, მცენარეული ნაერთი (გვხვდება ციტრუსოვან ხილში), რომლსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავენ ორგამიზმს ანთებისა და თავისუფალი რადიკალებისაგან. ვენოსმინის სპრეიში შემავალი სუფთა სინთეზური დიოსმინი ხელს უწყობს შეშუპებისა და ანთების შემცირებას და ნორმალური სისხლის ნაკადის აღდგენას ვენური უკმარისობის მქონე ადამიანებში. სუფთა სინთეზური დიოსმინის უპირატესობებია: სწრაფი აბსორბცია და გამოხატული ჩივილების შესამჩნევად მყისიერი შემსუბუქება.
პანთენოლი-დამატენიანებელი: პანთენოლი არის B ჯგუფის პროვიტამინის-პანტოთენის მჟავას წარმოებული, წარმოადგენს ნორმალურად მოქმედი ეპითელიუმის აუცილებელ კომპონენტს. პანთენოლის აქტიური ფორმა-დექსპანთენოლი. დექსპანთენოლის ადგილობრივი გამოყენების დერმატოლოგიური ეფექტები მოიცავს ჭრილობების შეხორცებას, მოქმედებს როგორც ადგილობრივი დამცავი, დამატენიანებელი და აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კარგი შეღწევადობისა და მაღალი ადგილობრივი კონცენტრაციის გამო, პანთენოლი აქტიურად გამოიყენება დერმატოლოგიაში: მზის გამონაყარის, ვენური წყლულის და დამწვრობების სამკურნალოდ.
მენთოლი-გამაგრილებელი ეფექტი: მენთოლი-ხასიათდება გამაგრილებელი, ანტისეპტიკური, რბილი საანესთეზიო და დამამშვიდებელი თვისებებით. სიგრილის სასიამოვნო შეგრძნება კანზე გამოყენებისას (კრიოგენული მოქმედება) იძლევა ნამდვილ ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის ე.წ. მასაჟის საშუალებას, რომელიც ძალიან ეფექტურია ვენური უკმარისობის დროს.
ჩვენებები: ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ქვედა კიდურების დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, ჩხვლეტა, ქავილი, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენოსმინის სპრეი, რომელიც შეიცავს დიოსმინს და პანთენოლს, ხელს უწყობს ქვედა კიდურების დაღლილობის, ჩხვლეტის შეგრძნების, ქავილის და დაბუჟების სწრაფად შემცირებას, ათავისუფლებს შეშუპებულ ფეხებს დაღლილობისა და სიმძიმისგან, აქვს გამაგრილებელი მოქმედება.
გამოყენების წესი: შესხურებისთვის უნდა გადაატრიალონ ქილა თავდაყირა და კარგად შეანჯღრიონ. ქაფი უნდა შეიზილონ ფეხის ზედა მიმართულებით მანამ, სანამ მთლიანად არ შეიწოვება, რამდენიმე წუთის შემდეგ წაისვან ტერფებზე. გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად ნებისმიერ დროს, საჭიროების მიხედვით. ვენოსმინის სპრეი-გელი მყისიერად და ეფექტურად ხსნის ფეხების დაღლილობას. შეიძლება გამოყენებულ იქნას წინდებზე. გელის ფორმა იძლევა სწრაფად შეწოვის საშუალებას. უნდა შეასხურონ მოკლე ბიძგებით, თავიდან აიცილონ ხანგრძლივი შესხურება.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: გარეგანი გამოყენებისთვის: არ უნდა წაისვან ლორწოვანზე, თვალებსა და ჭრილობებზე. უკიდურესად აალებადი აეროზოლია. თუ კონტეინერი წნევის ქვეშ გაცხელდება, შეიძლება გასკდეს.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ (არაუმეტეს 30C) ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, სითბოსგან მოშორებით. უნდა მოარიდონ ცხელ ზედაპირებს, ნაპერწკლებს, ღია ცეცხლსა და აალების სხვა წყაროებს. არ უნდა შეასხურონ ღია ცეცხლზე ან სინათლის სხვა წყაროებზე. არ უნდა გახვრეტონ ან დაწვან, გამოყენების შემდეგაც კი. საჭიროა მზისგან დაცვა. გარემო ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 50C-ს.
გამოშვების ფორმა: ქაფი 150მლ-იან ფლაკონში.
მწარმოებელი: ფარმადი ფარმაცეუტიკალ სრლ (Pharmaday Pharmaceutical srl.), იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
37645
ბრენდი
ფარმადეი ფარმაცეუტიკალსი
ჯენერიკი
დიოსმინი+პანთენოლი+მენთოლი