ჩვენებები ზანიდიპი ინიშნება მაღალი წნევის, ეგრეთწოდებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს. მიიღება 18 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში. არ არის რეკომენდებული 18 წელზე ქვემოთ.
მიღების წესები და დოზები მიიღეთ ზანიპიდი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ მიიღება ზანიდიპის 10 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ, ერთი და იგივე დროს, სასურველია დილით საუზმემდე 15 წუთით ადრე, რადგან ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ზრდის მედიკამენტის დონეს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს. რეკომენდირებულია ტაბლეტის წყალთან ერთად მთლიანად მიღება. უკუჩვენება არ მიიღოთ ზანიდიპი: - თუ გაქვთ ალერგია ლერკანიდიპინის მიმართ; - თუ გაქვთ ალერგია ზანიდიპის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ; - თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები ზანიდიპის ტაბლეტების მსგავსი მედიკამენტების (როგორიც არის ამლოპიდინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, ნიფედიპინი ან ლაციდიპინი) მიმართ; - ორსულობის ან ლაქტაციის დროს ან თუ გეგმავთ დაორსულებას და არ იყენებთ დამცავ საშუალებებს; - თუ ღებულობთ ზანიდიპს და ფიქრობთ რომ ორსულად ხართ მიმართეთ თქვენს ექიმს; - თუ გაწუხებთ გარკვეული გულის დაავადებები: გულის არაკონტროლირებადი უკმარისობა; ობსტრუქცია გულისა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს შორის; არასტაბილური სტენოკარდია (ფარული ან პროგრესულად ზრდადი სტენოკარდია); გულის შეტევიდან ერთი თვის მანძილზე; - თუ გაწუხებთ თირკმლების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
განსაკუთრებული მითითებები მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღმოგაჩნდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები: - გულის გარკვეული მდგომარეობა ან გულის რითმის დარღვევა; - თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები ან იტარებთ დიალიზს. თუ გაქვთ შეუთავსებლობა ლაქტოზასთან, გალაქტოზასთან, გალაქტოზემია ან გლუკოზა/გალაქტოზა მალაბსორბციის სინდრომი, რადგან ზანიდიპინის 20 მგ ტაბლეტები შეიცავს 30 მგ ლაქტოზას.
შენახვის პირობები და ვადები პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.