ჩვენებები: - ფსორიაზი (ფოლაქისებრი გავრცელებული ფსორიაზის გარდა); - ეგზემა (რეფრაქტერული ფორმა); - წითელი ბრტყელი ლიქენი; - დისკოიდური წითელი მგლურა; - კანის სხვა დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია შედარებით აქტიური გლუკოკორტიკოიდული საშუალებებით თერაპიის მიმართ.
მიღების წესები და დოზები მალამო ან კრემი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2-ჯერ სასურველი ეფექტის მიღებამდე. კანის შედარებით მძიმე ფორმის დაზიანებისას, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში კლობეტაზოლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა გავაძლიეროთ დამწოლი ნახვევის (ერთ ღამეში შესაძლებელია მივიღოთ სასურველი შედეგი) გამოყენებისას. პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ სასურველი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. პრეპარატი რეკომენდებულია ხანმოკლე მიღებისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ხანმოკლე ვადით პრეპარატის განმეორებითი მიღება. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ხანგრძლივი ვადით მკურნალობა, რეკომენდებულია შედარებით სუსტად მოქმედი საშუალებების გამოყენება.
უკუჩვენება - ჩვეულებრივი გამონაყარი, ვარდისფერი ფერისმჭამელები; - პერიორალური დერმატიტი; - კანის პირველადი ვირუსული ინფექციური დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა); - კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები; - კანის პირველადი სოკოვანი ეტიოლოგიის დაზიანებები; - 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზები, დერმატიტისა და გაღიზიანების ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია საფენებით. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას