დინდგელის ნაყენი 20მლ ფლაკონი #1

დინდგელის ნაყენი 20მლ ფლაკონი #1

საქართველო

ნეოფარმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: დინდგელი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.

ჩვენება:
• კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
• ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
• მიკოზი.
• ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
• პროსტატიტი.

უკუჩვენება:
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
• მწვავე ეგზემა.

მიღების წესი და დოზირება:
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ. ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით, იყენებენ საინჰალაციოდ _ 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს (15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.

გვერდითი მოვლენები: დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.


გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოფარმი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
დინდგელი
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი