/images/logo_ka.svg
კადერმინი სპრეი 125მლ ფლაკონი #1

კადერმინი სპრეი 125მლ ფლაკონი #1

იტალია

პავია ფარმაცეუტიჩი

პროდუქტის შესახებ
კადერმინის სპრეი

შემადგენლობა:
SCX-ფხვნილოვანი კომპლექსი (სილიციუმის დიოქსიდი, ფუნქციონალიზებული ვერცხლის იონებით და ქსლორჰექსიდინით), კაოლინი, ნატრიუმის ჰიალურონატი.

ჩვენებები:
სხვადასხვა ტიპის ჭრილობები (ტრავმული, ტროფიკული, განსაკუთრებით ექსუდაციური ჭრილობები), ნაკაწრები, გამონაყარი, ეგზემა, მიკოზი, დიაბეტური ტერფი, ნაწოლები, მსუბუქი დამწვრობა, წყლულოვანი დაზიანებები, ქირურგიული დაზიანებები, კანის დაზიანებები, გამოყელვა, შარდის შეუკავებლობით გამოწვეული გაღიზიანება

განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი, მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. თვალთან ნებისმიერი სახის კონტაქტისას დაუყოვნებლივ გამოირეცხეთ წყლით, არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა გახსნილი ან დაზიანებულია. გამოყენების შემდეგ დახურეთ ფლაკონი თავსახურით. კანის მხრივ რეაქციების გამოვლენისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობის დროს განკუთვნილია, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, არ შეიძლება გადაყლაპვა.

უსაფრთხოების ნორმები:
სპრეი კონტეინერში არის წნევის ქვეშ, გახურებისას ფეთქებადსაშიშია, უნდა ინახებოდეს გამათბობლისგან, გახურებული ზედაპირებისგან, ნაპერწკლისაგან, ღია ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისაგან მოშორებით. გამოყენების შემდეგ არ გახვრიტოთ და არ დაწვათ კონტეინერი. უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ვენტილირებად შენობებში.

გამოყენების წესი:
ფრთხილად გაასუფთავეთ კანი ფიზიოლოგიური ხსნარით და გაამშრალეთ, გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ, დაიტანეთ ფხვნილის თხელი ფენა, მხოლოდ დაზიანებულ უბანზე, 10 სმ-ის მანძილიდან გაფრქვევით. არ მოახდინოთ დაზიანებულ უბანზე მასაჟისებურად განაწილება. ფხვნილმა უნდა წარმოქმნას მთლიანი დამცავი შრე. ექიმის მხრიდან განსაკუთრებული მითითებების არ არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში, კანის დაზიანებულ უბანზე.

შენახვის პირობები:
ინახება შეფუთვაში, მშრალ. მზის შუქისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5℃ დან 50℃ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პავია ფარმაცეუტიჩი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
კოლოიდური მეტალური ვერცხლი+ქლორჰექსიდინი+სილიციუმის დიოქსიდი+ნატრიუმის ჰიალურონატი+კაოლინი
ფორმა
სპრეი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
125მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat