პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სიროფის 100 მლ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს არტიშოკის მშრალი ფოთლების ექსტრაქტს - 20 გ. სიროფის 1 მლ. შეიცავს არტიშოკის მშრალი ფოთლების 200 მგ ექსტრაქტს. დამხმარე ნივთიერებები: დეიონიზებული წყალი, საქაროზა, სორბიტოლი, გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, გუმიარაბიკი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, კალციუმის აცეტატე, მარწყვის არომატიზატორი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ჩვენებები: ბეიბიხოლი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში: სანაღვლე გზების დისკინეზია, დისპეფსია, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ნეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიყვითლე, აცეტონემია, ინტოქსიკაციები მძიმე მეტალებით, ალკალოიდებით, ნიტრატების შემცველი ნივთიერებებით.
დოზირება და მიღების წესი: 0-1 წელი: 0,3 - 0,5 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ.კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე. 1-5 წელი: 0,5 - 1,0 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ.კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე. 5 - 12 წელი: 2 - 3 მლ. 3-ჯერ დღეში. იხსნება 1 ჩ.კ. წყალში, მიიღება ჭამამდე 20 წთ. ადრე. 12 წლის ზევით და მოზრდილები: 5 მლ. 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე. გამოყენებამდე უნდა მოხდეს კარგად შენჯღრევა.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: სიროფი 100 მლ მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ, სტამბოლი, თურქეთი.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7565
ჯენერიკი
არტიშოკის ექსტრაქტი