/images/logo_ka.svg
ჩეტოდრალი სპრეი სუბლინგვალური #1

ჩეტოდრალი სპრეი სუბლინგვალური #1

იტალია

ბიოტრადინგი

პროდუქტის შესახებ
ჩეტოდრალი სპრეი

საკვები დანამატი ჯანჯაფილის, მელისას, ანისულის , პიტნის და ვიტამინი B6-ის შემცველობით.

ჯანჯაფილი (Zingiber opticinale Rose.) ჯანჯაფილი არის აზიური წარმოშობის ბალახოვანი მცენარე, მისი ფესვი ფართოდ გამოიყენება ფიტოთერაპიაში . ჯანჯაფილის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური ინგრედიენტებია: ეთერზეთი, ჯინჯეროლი, შოაგოლი, ფისი, ლორწო. ჯანჯაფილი არის შესანიშნავი საშუალება გულისრევის საწინააღმდეგოდ, ორსულთა ტოქსიკოზის დროს, რომლის მიღებაც ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული . კინეტოზების ( „ზღვის“ და „ ჰაერის“ დაავადება) მკურნალობა და პროფილაქტიკა, მედიკამეტის მიღებით გამოწვეული გულისრევა და ღებინება (ქიმიოთერაპია, ანტივირუსული პრეპარატები.. ), პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება. , გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

მელისა (Melissa otticinalis L.)
მელისა არის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე Lamiaceae-სებრთა ოჯახისა, გვხვდება სამხრეთ ევროპასა და აზიაში მისი ეთერზეთებითა და ფლავონოიდებით მდიდარი ფოთლები და ყვავილები (კერცეტინი და აპიგენინი) გამოიყენება სამკურნალოდ, აგრეთვე შეიცავს ორგანულ მჟავებს, როსმარინის მჟავას - და ტანინების.იგი გამოირჩევა სპაზმოლიზური მოქმედებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ამშვიდებს გულისრევას, ღებინებას, დისპეფსიას, აეროფაგიას და მეტეორიზმს.

პიტნა (Mentha x piperita L.)
პიტნა მრავალწლოვანი, ძლიერ სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება Labiatae ოჯახს და Mentha-ს გვარს. მცენარის სამშობლო ევროპაა და კულტივაცია ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. პიტნის ნაყენის დასამზადებლად იყენებენ ახალ ან გამხმარ ფოთლებს და ეთერზეთს. პიტნა ასევე გამოიყენება, გულისრევის შეგრძნების საწინააღმდეგოდ.

ანისული (11/icium verum Hook.)
ვარსკვლავური ანისი არის მცენარე Schisandraceae ოჯახის . გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში. მის შემადგენელ კომპონენტებს შორის ვხვდებით კუმარინებს და ფუროკუმარინებს; ვარსკვლავური ანისი გამოიყენება როგორც ანტისპაზმური, მასტიმულირებელი და კუჭის სამკურნალო საშუალება; ძირითადი თვისებები მოიცავს საჭმლის მომნელებელ და კარმინატიულ მოქმედებას.

ვიტამინი B6
ვიტამინი B6 მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ცნობილია, როგორც პირიდოქსინი, ეს არის წყალში ხსნადი ვიტამინი. ის ორგანიზმში არ დეპონირდება , ამიტომ უნდა მოხდეს ყოველდღიური მიღება საკვებთან ერთად. სასარგებლოა გულისრევის, ღებინების ან ორივე სიმპტომის დროს, მათ შორის ორსულობისას.

დოზირება და გამოყენების წესი:
2 შესხურება სუბლინგვალურად (ენისქვეშ) დღეში მაქსიმუმ 8 შესხურება . მოერიდეთ დალევას ან ჭამას გამოყენების შემდეგ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

გაფრთხილება: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ მიიღოთ ეს პროდუქტი, თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოტრადინგი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ჯანჯაფილი+ბარამბო+პიტნა+ანისული+ვიტ ბ-6
ფორმა
სპრეი სუბლინგვალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuStatus
სტატუსი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat