ჩვენებები: დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზუფაგურ რეფლუქსთან და ეზოფაგიტთან: გადავსების და ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში; მუცლის შებერილობა; გულისრევა, ღებინება; ბოყინი; გულძმარვა. გამოყენების წესი და დოზირება: დომპერიდონის მიღება დაშვებულია მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზემოთ (არანაკლებ 35 კგ-სა); მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 80მგ; უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ; სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან; კუჭ-ნაწლავის მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია; ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა) კეტოკონაზოლის პერორალური ფორმების ერთდროული მიღება. გვერდითი ეფექტები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ იშვიათად ვლინდება: კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმი; ალერგიული რეაქციების მხრივ იშვიათად ვლინდება: გამონაყარი და ჭინჭრის ციება. გამოშვების ფორმა: გაუმჭირვალე ბლისტერი; გარსით დაფარული 30 ტაბლეტი. შენახვის წესი: ინახება 150С- დან 300C - მდე ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.