დოპროკინ-S სუსპენზია ორალური 60მლ ფლაკონი #1
დოპროკინ-S სუსპენზია ორალური 60მლ ფლაკონი #1

დოპროკინ-S სუსპენზია ორალური 60მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სუსპენზიის 1 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერება: დომპერიდონი 1 მგ, სიმეთიკონი 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლის ხსნარი 70%, ნატრიუმის კარმელოზა, ანანასის არომატიზატორი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანიუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობის დროს გამოსაყენებელი საშუალებები.
გამოყენების ჩვენებები
- დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან (გადავსების შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ბოყინი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა და რეგურგიტაცია);
- ფუნქციური, ორგანული, ინფექციური წარმოშობის ღებინება და გულისრევა, გამოწვეული რადიოთერაპიით, წამლის მიღებით ან დიეტის დარღვევით;
- ღებინება და გულისრევა, რომელიც გამოწვეულია დოფამინის აგონისტებით (როგორიც არის L-დოპა და ბრომოკრიპტინი) პარკინსონის დაავადების მკურნალობის დროს.
- ამოქაფების სინდრომი, ციკლური ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და კუჭის მოტორიკის სხვა დარღვევები ბავშვებში.

გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით მისაღები სუსპენზია.
გამოყენებამდე საჭიროა სუსპენზიის ფლაკონის შენჯღრევა.
მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
ქრონიკული დისპეფსიის დროს ინიშნება სუსპენზიის 10 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე და, საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ.
გულისრევის და ღებინების დროს ინიშნება სუსპენზიის 10-20 მლ 3-4 ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე ან ძილის წინ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში:
ქრონიკული დისპეფსიის დროს ინიშნება სუსპენზიის 2,5 მლ სხეულის წონის 10კგ-ზე გადაანგარიშებით 3-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ.
გულისრევის და ღებინების დროს ინიშნება სუსპენზიის 5 მლ სხეულის წონის 10კგ-ზე გადაანგარიშებით 3-4 ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე და ძილის წინ.
დოპროკინ-შ-ის შემადგენლობაში შემავალი დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ-ს (პრეპარატის 80 მლ).
უკუჩვენებები: - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან; მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია, როცა კუჭის მოტორული ფუნქციის სტიმულაცია შესაძლებელია საშიში იყოს;
- ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა).
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 15 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დომპერიდონი+სიმეტიკონი
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
60მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი