ენტეროჯერმინა ფორტე სუსპენზია ორალური 4მლრ/5მლ ფლაკონი #10
ენტეროჯერმინა ფორტე სუსპენზია ორალური 4მლრ/5მლ ფლაკონი #10

ენტეროჯერმინა ფორტე სუსპენზია ორალური 4მლრ/5მლ ფლაკონი #10

იტალია

სანოფი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: ერთი ფლაკონი (5მლ) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს-4 მილიარდი; დამხმარე ნივთიერება: გასუფთავებული წყალი-5მლ-მდე.

ჩვენება: ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი თერაპია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება: მიიღება მხოლოდ პერორალურად ანუ შიგნით!
დაუშვებელია ინექციის სახით გაკეთება! საჭიროა პრეპარატის დალევა! არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება!

დოზირება: მოზრდილები: 1 ფლაკონი დღეში. მოზრდილთათვის დღიური დოზა შეადგენს: 4-6 მილიარდ Bacillus clausii-ის სპორს დღე-ღამეში.
ფლაკონი ენტეროჯერმინა ფორტე 4მლრდ-5მლ არ იყოფა!
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მკურნალ ექიმს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სხვა დღიურ დოზირებას, რომელიც არ შეადგენს 4 მლრდ-დღე-ღამეში, რისთვისაც საჭირო იქნება ენტეროჯერმინას სხვა კონცენტრაცია.
როდესაც პრეპარატი ინიშნება ბავშვებში, მათ შორის ჩვილ ბავშვებში, დოზით 4 მლრდ-ზე ნაკლები Bacillus clausii-ის სპორი დღე-ღამეში, ენტეროჯერმინა ფორტე 4 მლრდ-5მლ ფლაკონში არ უზრუნველყოფს ადეკვატურ დოზირებას, ამიტომ საჭირო იქნება პრეპარატი ენტეროჯერმინა, რომელიც შეიცავს Bacillus clausii-ის სპორებს ნაკლები კონცენტრაციით.

მიღების წესი: საჭიროა ფლაკონების ლენტიდან ფლაკონის მოხსნა, ფლაკონის შენჯღრევა. ფლაკონის ზედა ნაწილი უნდა დაატრიალონ საათის ისრის მიმართულებით და მოხსენან. ფლაკონის შიგთავსი გააზავონ დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში ან მიიღონ პრეპარატი წინასწარი გაზავების გარეშე.

განსაკუთრებული მითითება და გაფრთხილება გამოყენებასთან დაკავშირებით: განსაკუთრებული მითითება: ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს ენტეროჯერმინა ფორტეს გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი თანმიმდევრული დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ). ენტეროჯერმინა ფორტეს ფლაკონში ხილული ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია Bacillus clausii-ის სპორების აგრეგატებით და ამიტომ არ მიუთითებს პრეპარატში მომხდარ ცვლილებას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

სიფრთხილის ზომები: მიიღება მხოლოდ პერორალურად! დაუშვებელია ინექციის სახით გაკეთება! პაციენტმა პრეპარატი უნდა დალიოს! დაუშვებელია ნებისმიერი სხვა გზით მიღება!
სამკურნალო საშუალების არასწორად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.
პრეპარატი არ ინახება ფლაკონის გახსნის შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სუსპენზიის დაბინძურება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები არ არის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: პოსტმარკეტინგული კვლევის დროს გამოვლენილია შემდეგი შესაძლო გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება. კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები: ანგიონევროზული შეშუპება.

გამოშვების ფორმა: 5მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია.

აღწერილობა: ოპალესცენტური თითქმის თეთრი ფერის სითხე.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სუსპენზიის დაბინძურება.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: სანოფი ს.პ.ა., იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ბაცილუს კლაუსი
დოზა
4მლრ/5მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი