ინფაბენი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1
ინფაბენი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

ინფაბენი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ჰონორ ფარამაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
ინფაბენი-Infaben
ანტაციდური, სპაზმოლიზური და ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი მოქმედების მქონე პრეპარატი.

ჯენერიკი-ნატრიუმის ბიკარბონატი, კამის ზეთი, ცერეცოს ზეთი, პასიფლორა, გვირილა.

5მლ შეიცავს:
შემადგენლობა 5მლ გამოშვების ფორმა
SODIUM BICARBONATE–
ნატრიუმის ბიკარბონატი 10მგ 30მლ წვეთები, შუშის ბოთლში
DILL OIL-კამის ზეთი 0.5მგ

FENNEL OIL-ცერეცოს ზეთი 0.25მგ
PASSIFLORA-პასიფლორა 1მგ
CHAMOMILE-გვირილა 0.5მგ

მოქმედება: გააჩნია ანტაციდური, სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს მუცლის შებერილობის და მეტეორიზმის პრევენციას.
ნატრიუმის ბიკარბონატი ახდენს გამოყოფილი ქლორწყალბადმჟავას ნეიტრალიზაციას, ამცირებს მჟავიანობას.
კამის ზეთი, ცერეცოს ზეთი-ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას, აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას, აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის (Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ის ასევე ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
პასიფლორა-აქვს ამოქაფების და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის დისკომფორტს მუცელში კუნთთა დაჭიმულობის შემცირების გზით.
გვირილა-გააჩნია დამამშვიდებელი, აირშემბოჭავი და ანტისპაზმური მოქმედება .

ჩვენება: სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (ახალშობილთა კოლიკები);  კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი; ამოქაფება და-ან ღებინება; ძილის დარღვევა ახალშობილებში; საკვების რეგურგიტაცია, რეფლუქსი.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

დოზირება: 0-6 თვე-0.5მლ X 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
6-12 თვე-0.75მლ X4 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
1 წლიდან-1მლ X 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე ან ექიმის მითითებით.

გამოშვების ფორმა: ინფაბენი წვეთები-30მლ ბოთლში.

შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ჰონორ ფარმა, თურქეთი.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „ლა ფარმა”.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰონორ ფარამაცეუტიკალსი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის ბიკარბონატი+კამის ზეთი+ცერეცოს ზეთი+პასიფლორა+გვირილა
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი