ინტელექტა ხსნარი ორალური 100მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10
ინტელექტა ხსნარი ორალური 100მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10

ინტელექტა ხსნარი ორალური 100მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10

საბერძნეთი

უნი-ფარმა კლეონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: შიგნით მისაღები ხსნარის 1 მლ შეიცავს ლ-კარნიტინს 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შიგნით მისაღები ხსნარი 1გ-10მლ: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის
ბენზოატი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი,
გასუფთავებული წყალი;

საინექციო ხსნარი 1გ-5მლ ამპულა: საინექციო ხსნარის 1მლ შეიცავს ლ-კარნიტინის 200მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ჰიდროქლორის მჟავა.

ჩვენებები: პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები; კარდიომოპათია, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, გულის ცხიმოვანი დისტროფია,
არითმია; ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, მიოპათია, გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება; სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში ჩამორჩენა ბავშვთა ასაკში და მოზარდებში; ახალშობილთა ასფიქცია, სამშობიარო ტრავმები:
ახლშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია, დღენაკლული ახალშობილები; ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი,
პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია; შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე; მამაკაცის უშვილობა (ოლიგოსპერმია აზოსპერმია) შრომის უნარის დაქვეითება და ქრონიკული დაღლილობა;
ორსულთა ტოქსიკოზი.

მიღების წესი და დოზირება: შიგნით მიღება: ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე,
აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). ლ-კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტის ქრონიკული მდგომარეობების დროს-100-200 მგ-კგ
ყოველდღიურად, მიღებული 2-4 განაწილებული დოზაზე,
მწვავე მდგომარეობისას-400მგ-კგ ყოველდღიურად.
ბავშვებში 2 წლამდე: 150მგ-კგ წონაზე;
2-დან 6-წლამდე: 100მგ-კგ წონაზე;
6-დან 12 წლამდე: 75მგ-კგ წონაზე;
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3გ.
ჰემოდიალიზის დროს 2-4გ; სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6გ დღეში.
ინტრავენური გამოყენება: ინიშნება ი.ვ. ან ი.მ.; ი.ვ ინექციისას პრეპარატი შეიყვანება ნელა 2-3 წუთის განმავლობაში.
ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევის შემთხვევაში ყოველდღიურად მიიღება
ინტრავენური დოზით 50-100მგ-კგ, 3-4 მიღებაზე გაყოფილი. საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლებელია ძალიან დიდი დოზების გამოყენება მოზრდილებში, ლ-კარნიტინის
მეორადი უკმარისობა თირკმელების უკმარისობის ბოლო სტადიით სისხლის გაწმენდის საჭიროების მქონე ავადმყოფებში (ჰემოდიალიზი). ერთი დოზა 10-20მგ-კგ მიიღება
ინტრავენურად ექიმთან ჰემოდიალიზის სეანსის ბოლოს, სამი კვირის განმავლობაში.
ბავშვებში: 50-100 მგ-კგ წონაზე. მოზრდილებში: 1-3გ დღეში. მკურნალობა იწყება 1გ-დან
დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3გ-მდე დღე-ღამეში. ჰემოდიალიზის დროს 2გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ). მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ-კგ წონაზე დღეში ორჯერად მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში
წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის ორჯერ შემცირებით.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი
კომპონენტების მიმართ.


შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25C ტემპერეტურაზე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია
შეფუთვაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნი-ფარმა კლეონი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
L-კარნიტინი
დოზა
100მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი