ლან-30/ლანსოპრაზოლი/ კაფსულა 30მგ #30

ლან-30/ლანსოპრაზოლი/ კაფსულა 30მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - lansoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის სამკურნალო საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი, ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.

ჩვენებები
არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ - ელისონის სინდრომი, Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).

მიღების წესები და დოზები
პერორალურად დილით. არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30 მგ/დღეში. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: 30 მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლული: 30-60 მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30 მგ/დღეში - 4 კვირა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10 მმოლ/სთ. Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30 მგ 2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).

გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა, ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი: იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ლანსოპრაზოლი
დოზა
30მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი