Laxatery Forte ლაქსატერი ფორტე საფაღარათო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: ფსილიუმის ბოჭკოები 400მგ; ცელულოზა (უჯრედისი) 126მგ; ქლიავის მშრალი ექსტრაქტი 100მგ; კასკარა საგრადას ექსტრაქტი 300მგ; სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 100მგ; ალოე ვერას მშრალი ექსტრაქტი 80მგ L. Acidophilus. 5*10 7.
ლაქსატერი ფორტე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნაწლავებში, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს.
ჩვენებები: ყაბზობა, ნაწლავების ატონია; სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი; კუჭ-ნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიური მანიპულაციებისას, მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ; ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ნაწლავის გაუვალობა, სტენოზი, აპენდიციტი, კრონის დაავადება.
მიღების წესები და დოზირება: მოზრდილებში 2 კაფსულა დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად.Kკურსის ხანგრძლივობა 1-2 კვირა. ბავშვებში 10 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.