პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Macrogol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სმს-ის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ყაბზობის სიმპტომატიური მკურნალობისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 8 წლიდან და ზემოთ.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად
მკურნალობის სქემა: 1-2 პაკეტი დღე-ღამეში (უმჯობესია ერთხელ დღეში, დილით). მკურნალობის ხანგრძლივობა შეათანხმეთ ექიმთან. დროებითი ყაბზობის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ცხოვრების სტილის შეცვლასთან (ოპერაცია, მოგზაურობა და ა.შ.), რეკომენდებულია პრეპარატის ხანმოკლე დროით მიღება.
აუცილებელია თითო პაკეტის გახსნა ერთა ჭიქა წყალში. მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის დროს. მაკროგოლის მოქმდება გამოვლინდება მიღებიდან 24-48 სთ.
ბავშვებში მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.
დღიური დოზა ადაპტირებული უნდა იყოს კლინიკური ეფექტის მიხედვით და შეიძლება მერყეობდეს ერთი პაკეტიდან (განსაკუთრებით ბავშვებში) 2 პაკეტამდე.
გვერდითი ეფექტები:
მოზრდილებში დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეწყდება პრეპარატის მოხსნიდან 24-48 სთ-ში. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს ნაკლები დოზებით. შესაძლებელია ტკივილების გამოვლენა მუცელში განსაკუთრებით ფუნქციონალური დარღვევების მქონე პაციენტებში. ძალიან იშვიათია ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. ყველა არასასურველი რეაქციის დროს, მათ შორის ისეთისავ, რომლებიც აქ არ არის მოცემული, უნდა შეატყობინოთ ექიმს.
ბავშვებში გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს დიარეის და მუცლის არეში ტკივილის სახით, იშვიათად გულის რევის, ღებინების და შებერილობის სახით. ბავშვებში მოზრდილებისგან განსხვავებით არ არის აღნიშნული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
გვერდითი ეფექტები მაშინვე ქრება პრეპარატის დოზის შემცირებასთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება იწვევს დიარეას, რაც მაშინვე ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისთანავე.
შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა დიარეის ან ღებინების დროს სითხის დაკარგვის გამო.
უკუჩვენება:
კუჭის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ნაწლავის სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა, უცნობი წარმოშობის ტკივილები მუცელში, მომატებული მგრძნობელობა პოლიეთილენგლიკოლის მიმართ.
გაფრთხილებანი:
არ მიიღოთ პრეპარატი ხანგრძლივად ექიმის კონსულტაციის გარეშე. ყაბზობისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილები მუცელში, მაღალი ტემპერატურა, კუჭის სისხლდენა, მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული გაფრთხილებანი:
არ შეიცავს შაქარს, შეიძლება დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომელთა რაციონში არ შედის გალაქტოზა. მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს დიეტის ფონზე, რაციონში გაზრდილი უნდა იყოს უჯრედისის შემცველი პროდუქტები (მწვანილი, ნედლი ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი პური, ხილი), აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა (სპორტი, ფეხით სეირნობა).
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელი პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
მაკროგო 4000 მცირედ ადსორბციის გამო რძეში შესაძლებელია მისი დანიშვნა ლაქტაციის დროს.
მანქანის და მოწყობილობა დანადგარების მართვა
არ არის შესწავლილი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
36328
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად