გამოიყენება გადაადგილებასა და მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინება-გულისრევის შეგრძნების დროს.
10 მლ შეიცავს:
სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე. შეიცავს შაქარს.
ნეო პეკეს მგზავრობისთვის - პრეპარატის მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია ვესტიბულურ- მხედველობითი კონფლიქტის შედეგად სისხლში მომატებული ჰისტამინის და სეროტონინის დონის შემცირებით.
ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) - მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად.
ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური და სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით.
პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით.
შედეგად: დუნდება გლუვი მუსკულატურა, იხსნება კუჭ-ნაწლავის კუნთების სპაზმი, ქვეითდება კუჭ-ნაწლავის და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია და იხსნება გულისრევა და ღებინება.
ვიტამინი B6 (Pyridoxine) - ნაწლავებში სეროტონინის დონის რეგულაციით არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას იმპულსაციის ნორმალიზების ხარჯზე.
ბარამბო (melissa Officinale), გვირილა (matricaria Recutita) - სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის აღგზნებადობას და და არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. შაქრის შემცველობის გამო არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატი ინახება 30 C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.