გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია, მეტეორიზმი (ჭარბი აირწარმოქმნით ნაწლავებში).
5 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: ალუმინის ჰიდროქსიდს - 300 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 350მგ, სიმეთიკონს - 100 მგ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია, მეტეორიზმი (ჭარბი აირწარმოქმნით ნაწლავებში).
გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა:
ასევე შეიძლება მიღება ეპიგასტრიუმში დისკომფორტისა და ტკივილის, გულძმარვის, ბოყინის დროს, რომელიც ვითარდება არასწორი კვების, ალკოჰოლის, ყავისა და ნიკოტინის ჭარბად მოხმარების შედეგად.
სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის.
მოზრდილები იღებენ 5 მლ-ს ჭამიდან 1 საათის შემდეგ (თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის მითითებული).
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატს იღებენ ჭამის შემდეგ მოკლე დროში. მკურნალობის კურსი 2-3 თვე.
ეპიზოდურად გამოყენების დროს(დისკომფორტი არასწორი კვებისას) - ერთჯერადად 5 მლ. , 10 -16 წლის ბავშვებში დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ მოზრდილების დოზის ½).
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (სისხლის შრატში მაგნიუმის და ალუმინის იონების კონცენტრაციის მატების საფრთხის გამო, თირკმელებით მათი გამოყოფის შენელების მიზეზით);
ინახება მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.არ დაუშვათ გაყინვა! მოარიდეთ ბავშვებს!