შემადგენლობა: 10 მლსიროფი შეიცავს კამის ექსტრაქტი (Extract of Fennel) - 4.03 გ; გვირილის ექსტრაქტი (Extract of Chamomile) -4.03 გ; ტუხტის ექსტრაქტი (Extract of Mallow) – 0.862 გ; ქლიავის ექსტრაქტი ( Prune Juice) –0.4გ; ლეღვის ექსტრაქტი (Fig Juice) –0.25გ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის და მეტეორიზმის სამკურნალო საშუალება. ჩვენებები: • სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა (ქრონიკული, განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით, დუნე პერისტალტიკით, ოპერაციის წინ და შემდგომ პერიოდში, დიეტის შეცვლის შემდეგ და ა.შ). • ნებისმიერი წარმოშობის სპასტიური ტკივილი მუცლის არეში; • აირების გადაჭარბებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ- ნაწლავის ტრაქტში (მტკივნეული კოლიკა, მუცლის არეში სისავსის შეგრძნება, აეროფაგია, დისპეფსია, მეტეორიზმი მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში); • მონელების დარღვევა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში; • ჰელმინთური ინვაზიით გამოწვეული დისპეპსიური მოვლენები ბავშვთა და მოზრდილთა ასაკში; • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებითი დაავადებები; • ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ პერიოდში; • ბოყინი; • ანორექსია; • რენტგენოლოგიური ან ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი. გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში: საკოლინის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში დისპეპსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბები: გულისრევა, ღებინება.
გამოშვების ფორმა: საკოლინი მუყაოს ყუთში 200 მლ ფლაკონი, ფურცელჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ და ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 26რC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულიაკოლოფზე და ფლაკონზე. პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს შეფუთვასა და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.