სტომაგელი გელი 15გრ ტუბი #1

სტომაგელი გელი 15გრ ტუბი #1

ლატვია

ლმპ
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Methyluracil+Lidocain
პრეპარატის შემადგენლობა
1 გ სტომაგელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: მეთილურაცილი (საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება Methyluracilum) - 5 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება (Lidocaini hydrochloridum) - 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ფიჭვის ეთერზეთის მძიმე ფრაქცია, ლეციტინი, სილბიოლი α-ტოკოფეროლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი, კარბომერი, ტროლამინი, ეთილის სპირტი, დისტილირებული წყალი.
წამლის ფორმა
გელი პირის ღრუს ლორწოვანზე გამოყენებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი სამკურნალო საშუალება.

გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ნეკროზული პროცესების: მწვავე სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტიტი. პირის სიმშრალე და წვის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია მიკრობული ან სოკოვანი ინფექციით.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და/ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ; - გელი უკუნაჩვენებია ლეიკოზის მწვავე და ქრონიკული ლეიკემიური ფორმის, ლიმფოგრანულომატოზის, ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებების, ღვიძლის მძიმე დაავადებების, ასევე მომატებული მგრძნობელობისას ამიდური წარმოშობის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ან გელის კომპონენტების მიმართ;
- 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სპეციალური ინსტრუქციები
არ დაუშვათ გელის თვალებში მოხვედრა, რადგანაც მას გააჩნია თვალის ლორწოვანი გარსის მიმართ მსუბუქი გამაღიზიანებელი თვისებები. თვალებში გელის მოხვედრისას გამოირეცხეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენების შეზღუდვები არ არის.
პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
გელი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
წამლებს შორის ურთიერთქმედება
გელი ახდენს სტროფანტინის მოქმედების პოტენცირებას, აძლიერებს ანტიბიოტიკების და სულფონამიდური პრეპარატების მოქმედებას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
წაუსვით პირის ღრუს დაზიანებულ ადგილებზე 3-4-ჯერ დღეში. გელის გამოყენების ხანგრძლივობაა 10 დღემდე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, მცირე თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს იმ გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია პაკეტზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით ნესტისაგან. დაიცავით სინათლისგან. შენახვის არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
15 გ. ალუმინის ტუბებში, ტუბები მოთავსებულია მუყაოს პაკეტებში ჩანართ-ფურცელთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლმპ
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
მეთილურაცილი+ლიდოკაინი
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი