ცის-კონტროლი კაფსულა #20

ცის-კონტროლი კაფსულა #20

საფრანგეთი

არკოფარმა
პროდუქტის შესახებ
ცის-კონტროლი

შემადგენლობა: ყოველი 2 კაფსულა შეიცავს: შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium macrocarpon) – 267მგ, აქედან პროანტოციანიდინები - 36მგ; ჩვეულებრივი მანანას მოყვავილე ბოლოს ექსტრაქტი (Calluna vulgaris) – 250მგ; ვაშლის ბოჭკო (Malus domestica); წიწიბურას ნაყოფის ფხვნილი (Fagopyrum esculentum). ანტიაგლომერანტი: მაგნიუმის სტეარატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები : აფერხებს ინფექციის განვითარებას ზედა და ქვედა საშარდე გზებში, ამცირებს ცისტიტების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვენებები:
• საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი) ;
• საშარდე გზების ინფექციის პირველივე სიმპტომები;
• საშარდე გზების ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა;

გამოყენების წესი და დოზირება: რეკომენდებულია მოზრდილთათვის. 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, არანაკლებ 1,5 ლიტრისა.
განსაკუთრებული მითითებები: თუ იღებთ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ჯგუფის ანტიკოაგულანტს, ცის-კონტროლის გამოყენების შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შტოშის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი მიდრეკილი პირებისთვის.
ცის-კონტროლის კაფსულები მცენარეული შემადგენლობისაა, მიმდინარე რეგულაციების შესაბამისად არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს და საღებავებს.

გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა შეფუთვაში
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არკოფარმა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
შტოშის ექსტრაქტი+პროანთოციანიდინი+ვაშლის ბოჭკო
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი